მამუკა ხაზარაძე-ბოლო მომენტში შესაძლოა, ოპოზიციასთან გვქონდეს კონსულტაცია იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ხელისუფლების გასტუმრება ჰქვია

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თბილისში, რვავე ოლქში წარადგენს საკუთარ კანდიდატებს.-ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„თბილისში წარვადგენთ რვავე კანდიდატურას ისევე, როგორც 30-ვე ოლქში წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს.ოპოზიციამ დღეს დაასახელა თავისი კანდიდატები. ჩვენ 30-ვე ოლქში ვამზადებთ ჩვენს კანდიდატებს.

ბოლო მომენტში შევხედავთ. პერსონებიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება, გვქონდეს კონსულტაცია იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ჰქვია არსებული ხელისუფლების გასტუმრება. ამ ფორმულას დავექვემდებარებით“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარული კანდიდატები დაასახელა.

banner
წინა სტატიაში“პარტიის წევრებს გავრცელებული საუბრის ჩანაწერზე სააკაშვილთან არ გვისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩანაწერი რეალობას არ შეესაბამება”
შემდეგი სტატია“დააყენე ერთი ადგილი”-დაპირისპირება ლევან გოგიჩაიშვილსა და რომან კაკულიას შორის