მამუკა ხაზარაძე: ბიზნესის წარმომადგენლებთან ასეთი ფორმატის შეხვედრის ორგანიზება ყოველთვის საინტერესოა

ძალიან საინტერსეო შეხვედრა იყო, ყოველთვის საინტერესოა ბიზნესის წარმომადგენლებთან ასეთი ფორმატის შეხვედრის ორგანიზება, – განაცხადა „თიბისი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

როგორც მამუკა ხაზარაძემ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ღონისძიებები უფრო მასშტაბურად უნდაგაშუქდეს.

„არანაირ დაპირებზე იქ საუბარი არ იყო, გავაანალიზეთ დღევანდელი მდგომარეობა, თუ სად ვდგევართ. ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარმოადგინა ძალიან საინტერესო ანალიზი იმ კვლევებისა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკას ეხებოდა. ვფიქრობ, დამაიმედებელი ტრენდია და აუცილებლად უფრო ფართოდ უნდა იქნეს გაშუქებული. ძირითადად საუბარი შეეხებოდა იმას, თუ საით უნდა წავიდეთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები” გაიმართა.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ორგანიზაცია “მოქალაქე”, “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია”, “საზოგადოება 2030” და პარტნიორი ორგანიზაციები.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

banner
წინა სტატიაში“თუ ეს მოხდა ძალიან დასაგმობია” – ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ქართველებს არ სურთ წლების განმავლობაში ლოდინი