მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს სასაუბროდ ტელეეთერში იწვევს

region
ავტ.: region აგვისტო 27, 2019 14:54

მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს სასაუბროდ ტელეეთერში იწვევს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეთერში სასაუბროდ იწვევს.

შესაბამისი წინადადებით ხაზარაძემ ივანიშვილს დღეს გამართულ ბრიფინგზე მიმართა.

მისი თქმით, ის თანახმაა, ტელევიზიაში მივიდეს და პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან ერთად განიხილოს, რაზე იყო შეთანხმება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით.

„ჩვენ თიბისი ბანკში“ მინორიტარული აქციები გვაქვს. ჩვენ არასდროს გვქონია საკონტროლო პაკეტი და სწორედ ამ გადასახედიდან შევქმენით 10-ათას კაციანი ორგანიზაცია. ისევე, როგორც ჩვენ არ გვექნება საკონტროლო პაკეტი ანაკლიაში. ჩვენ ვართ გუნდური მოთამაშეები, ჩვენ ვიზიდავთ ქვეყანაში ახალ პარტნიორებს, ინვესტორებს. ანაკლიაშიც არ გვექნება საკონტროლო პაკეტი, ამიტომ, ვამბობ, რომ ჩვენი არ არის ანაკლია. ახლა ცდილობენ პერსონიფიცირება გააკეთონ – ბადრი, მამუკა და ანაკლია. ჩვენ ჩავეხსენით ანაკლიას, დავრჩით, როგორც დამფინანსებლები.

რადგან ბევრი კითხვა დაგროვდა საზოგადოებაში, ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს, მობრძანდეს ტელევიზიაში, შეიძლება ეს იყოს „იმედი“ და ვისაუბროთ ღიად. რა წინაპირობა ჰქონდა, რა მოლაპარაკებები იყო, რა საუბრები და ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა დაადგეს გამჭვირვალობის გზას. ჩავაბაროთ ანგარიში ადამიანებს. ხშირად მისვამენ შეკითხვას – მამუკა ვერ დაალაგეთ? – ძმებო, არ გამოვა. „დალაგებები“ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

region
ავტ.: region აგვისტო 27, 2019 14:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics