მამუკა ხაზარაძე აშშ-ში კონგრესმენ კაროლ დე მილერს შეხვდა

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აშშ-ში კონგრესმენ კაროლ დე მილერს შეხვდა.

პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, კონგრესმენთან საუბარი ძირითადად მომავალ არჩევნებს, აშშ-ს გააქტიურებას და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ინტენსიურ ჩართულობას შეეხო.

„მამუკა ხაზარაძემ და კონგრესმენმა მილერმა დეტალურად ისაუბრეს რუსულ პოლიტიკაზე და „ქართული ოცნების” რუსული მოქმედების მეთოდებზე, რაც მრავალი მიმართულებით გამოიხატება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კორუფციაა.

„ლელოს“ თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არჩევნებში დასავლური, დემოკრატიული ძალების გამარჯვების შემდეგ, კორუფციაში ჩართულ და დაუსაბუთებლად გამდიდრებულ ყველა ჩინოვნიკს, რომელმაც ოჯახის წევრებზე და ნათესავებზე გადააფორმა ქონებები, დამოუკიდებელი პროკურატურის და საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ მოუწევს პასუხის გება, რათა საქართველოში დამთავრდეს კორუფცია და რუსული მეთოდებით პოლიტიკის წარმოება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ევროკომისიის რეკომენდაცია დეკემბერში „აუცილებლად უნდა ჩაბეტონდეს“
შემდეგი სტატიაანა ფოტიგა თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტებზე რეზოლუციის მიღებას ითხოვს