“ეს არის იმის შედეგი, რომ სულ რაღაც რამდენიმე ხნის წინ გინტური მოკლეს, ცინიკურად და საქართველოს ხელისუფლებას არანაირი რეაგირება ჰქონია. ახლა, მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი გალის რაიონში. ეს არის წარმოუდგენელი რაღაც, როდესაც ასეთი დიდი ტრაგედიისა და ასეთი მკვლელობის დროს ხელისუფლება დუმს და დუმს იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, იმიტომ, რომ მათ ეშინიათ თავიანთი მოქალაქეების დაცვა, ეშინიათ სიტყვის ამოღება, ეშინიათ მსოფლიოს გააგებინონ, დიპლომატიურ სამყაროს გააგებინონ, რომ ასეთი რაღაცები ხდება. ესენი დაკავებულები არიან იმით, რომ კონფლიქტიდან კონფლიქტამდე როგორმე გადააგორონ სიტუაცია.
ამიტომ, ეს რუსული ხელისუფლება არის გასასტუმრებელი”.-თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია ლელოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.
ოკუპირებულ გალში ე.წ. მილიციის მიერ საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.