მამუკა ხაზარაძე : არანაირი კომპრომისი, ბრძოლა იქნება ბოლომდე

ბიძინა ივანიშვილს ეს სპექტაკლი არ გაუვა, არანაირი კომპრომისი, ბრძოლა იქნება ბოლომდე, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ბოლომდე იბრძოლებენ, რათა დღეს არსებული სისტემა შეიცვალოს და ქვეყნის მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„უპირველეს ყოველისა ჩემთვის და ბადრისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრის ჯანმრთელობა, ავთო წერეთლის, რომელიც პრაქტიკულად ჩააგდეს ისეთ მდომარეობაში, ისეთ სტრესში და ისეთ რეჟიმში, მისმა ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო. ნებისმიერ სცენარში, ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს არ გაუვა ეს სპექტაკლი, ბრძოლა იქნება ბოლომდე, არანაირი კომპრომისი არ იქნება, არ იქნება კომპრომისი იმასთან დაკავშირებით, რა მენტალობაც მან დაამკვირდა საქართველოში, რა მენტალობაც გადმოიბარა მან წინა ხელისუფლებისგან. ივანიშვილი არის კრიმინალური მენტალობის ადამიანი და ნერგავს ამ მენტალობას სამწუხაროდ ახალგაზრდებაში, ახლაგაზრდა პროკურორებში, ახალგაზრდა მოსამართლეებში და ბოლომდე წამლავს ამ უკვე მოწამლულ სისტემას, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე, რათა ეს სისტემა შეიცვალოს და ქვეყანა გაუმჯობესდეს“ ,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი იყო ჩანიშნული.

სასამართლო სხდომა 25 თებერვლამდე გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: შეიძლება მაჟორიტარული კომპონენტების სიმბოლურად შენარჩუნება განვიხილოთ
შემდეგი სტატიადაკავებულია ქ. თბილისის მერიის ააიპ “მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო”-ს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი