მამუკა ხაზარაძე: აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა

TBC ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაკითხეს.

თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე დიზელის საწვავის შემოტანის აკრძალვას ითხოვს. ეს საკითხი მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან შეხვედრაზე დააყენა.

“ეს საკითხი ეხება ჩვენს ეკოლოგიას და იმ მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის დიდი ქალაქებია. მოვითხოვე, რომ აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა, ეს ეხება დიზელის საწავავს, რომელიც პრაქტიკულად ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევია. თბილისში 67% დაბინძურებისა მოდის საწვავზე. საკმაოდ სწორად იქნა აღქმული ეს წინადადება. დაგვპირდნენ, რომ ეს საკითხი გადაიჭრება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში ჩვენ ვიხილავთ ძალიან საინტერესო და მკაცრ ნაბიჯებს ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით“,- განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშირიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა გამკაცრდა
შემდეგი სტატიაშსს პირველ ინფორმაციას ავრცელებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილი მოზარდების შესახებ