მამუკა ხაზარაძე 20 სექტემბერს სირცხვილიას აქციას შეუერთდება

სამოქალაქო მოძრაობის “ლელო” დამფუძნებელის, მამუკა ხაზარაძის თქმით, იგი 20 სექტეტემბერს დაგეგმილ აქციას შეუერთდება.

“მე აქ არა ჩემი პოლიტიკური კარიერის გამო მოვდივარ, არამედ მოვდივარ, რომ თქვენთან ერთად დავდგე ჩემ შვილებთან ერთად და გითხრათ, რომ თუ საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლა ერთი წამითაც მოდუნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები წინ. ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს ტერიტორიებს, ჩვენს რელიგიას, ყველაფერს. ამიტომ, ეს არის ყველაზე მაღალი ნიშნული, ადამიანი იბადება იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი. ვერც ბიზნესმენი იქნები, ვერ პოეტი, ვერც პოლიტიკოსი . თავისუფლება უნდა გაჯდეს და უნდა იყოს ყოველდღიური ჩვენი დაცვის და მიზნის მიღწევის საშუალება, ამიტომ მოვდივარ მე თქვენთან 20-ში”, – თქვა ხაზარაძემ გადაცემა “სირცხვილიაში” სტუმრობისას.

20 სექტემბერს, “გავრილოვის ღამიდან” სამი თვის თავზე, რუსთაველზე სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიას აქციაა დაანონსებული.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის გუბერნატორი ხვალ საგანგებო თათბირს გამართავს
შემდეგი სტატიანიკა მელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ორაზროვან პოსტს აქვეყნებს