მამუკა ხაზარაძე 12 ლიდერს ეძებს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც „ლელო“ ჰქვია.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მის მეგობრებთან ერთად შექმნა 10 ათასი სამუშაო ადგილი, შემოიტანეს ქვეყანაში მილიარდობით პირდაპირი ინვესტიცია, გადაიხადეს და იხდიან ასეულობით მილიონი ლარის გადასახადს ბიუჯეტში და ეს შექმნეს იმ რთულ ვითარებაში, რასაც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი ჰქვია:

“ჩვენ ეს შევძელით, თქვენ ეს შეძელით თქვენს წარმატებულ კომპანიებში. აქ არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროს. აქ ვართ ისინი, ვინც მივხვდით, რომ ცალცალკე ვერ წავალთ წინ… ეს ადამიანები ჩვენ გარშემო არიან. რატომ მე და თქვენ? – ეს მთავარი კითხვაა და მე ეს დაუსვი ჩემ თავს, როგორც რეზო თაბუკაშვილი ამბობდა, ყველაზე დიდი პატრიოტიტიზმი არის პროფესიონალიზმი. ჩვენ არავის ვეჯიბრებით სამშობლოს სიყვარულში… ჩვენ სანთლით უნდა ვეძებოთ ის ადამიანები, რომლებმაც წარმატების ფორმულა იციან თავიანთ სფეროებში. იმიტომ რომ მივხვდი ნაპირი იმ ადამიანებს შორის რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო – არასწორი პოლიტიკის, ჯანდაცვის სისტემის, განათლების გამო ეს ნაპირი გაიზარდა. ჩვენ აქეთ აღმოვჩნდით და არიან ადამიანები, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან. შეიძლება მადლობაც კი ვუთხრა იმ ჩინოსნებს, რომლებმაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს და გავახილე თვალი – მე მინდა ახლა საქმე გავაკეთო ყველასთვის, თუ როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, პერსპექტივა ადამიანებისთვის და ნიადაგი ნიჭიერი ხალხისთვის, რომელიც მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული, მათ დაბრუნების საშუალება მივცეთ. პირველი ნიშანი გამარჯვების იქნება როცა ემიგრაცია დაიწყებს დაბრუნებას.

როგორ უნდა გავაკეთოთ ეს – ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება ლიდერების პარტია და არა რომელიმე სახელის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური პარტია, მწყობრად აწყობილი და შედეგზე ორიენტირებული. ვიცი, რომ პოლიტიკაში კონკრეტული მიზნები და თარიღები არ უნდა დასახო, მაგრამ ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, და ქვეყანა გამოვა ამ მენტალური ჭაობიდან, ან დავრჩებით.

ჩვენ მოვძებნით 12-12 ლიდერს ყველა სფეროში.

ჩვენ დღეს ვაცხადებთ მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, მიზნების მიღწევის, სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი და ამ მოძრაობს ერქმევა “ლელო”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: ერთად მოვუტანოთ გამარჯვება საქართველოს!
შემდეგი სტატიავერ წარმოვიდგენდი, რომ თითქმის 30 წლის შემდეგ ჩვენი სამშობლო კვლავ დადგებოდა სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე