მამუკა კაციტაძე მანანა კობახიძეს პოლიტიკურ გამოცდილებას უწუნებს

ქართულ ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებს ბოიკოტს ნაციონალური მოძრაობაც გამოუცხადებს.

ახალი მემარჯვენეების ლიდერი მამუკა კაციტაძე მანანა კობახიძეს პასუხობს და ამბობს, რომ ვიცესპიკერი ახალბედაა პოლიტიკაში და ამიტომ მისთვის ოპოზიციის ნაბიჯები გაუგებარია.

„ეს არის ჩვენი პოლიტიკური პროტესტი გამომდინარე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციისა. მესმის, რომ მანანა კობახიძისთვის უცხოა საერთოდ პოლიტიკური პროტესტები, იმიტომ რომ ის ახალბედაა ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ ასეთებიც ხდება. როცა ერთ საქმეს აშავებ, შეიძლება სხვა საქმეზე გამოგიცხადონ ბოიკოტი,“ – აცხადებს მამუკა კაციტაძე.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია კი აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას არჩევნების ეშინია და ამისთვის გეგმავს არჩევნებზე ჯარისკაცები გამოიყენოს.

„ეშინია ქართულ ოცნებას და ცდილობს გამოიყენოს თავდაცვის სამინისტრო და ხდება ჯარისკაცების გადასროლა. რაც გააკეთა საგარეჯოში. რეალურად ჩანს, რომ არანაირი საარჩევნო კოდექსის შეცვლასა და ოპოზიციასთან კონსულტაციებზე არ მოდიან. პირიქით რეალურად ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – აცხადებს პაატა დავითაია.

banner
წინა სტატიაში“ამაში საგანგებოს მე ვერაფერს ვხედავ,“-კვირიკაშვილი “გაზპრომზე” საუბრობს
შემდეგი სტატია“თუ მექნება შესაძლებლობა, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას ნამდვილად დავესწრები”