მამუკა კაციტაძე: „ახალი მემარჯვენეები“ არ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, მეორე ტურში ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ

მამუკა კაციტაძე – „ახალი მემარჯვენეები“ არ მოუწოდებენ ამომრჩევლებს, მეორე ტურში ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცენ.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის არის ძალიან რთული მოცემულობა, როდესაც ერთ პოლიტიკურ პარტიას და მითუმეტეს ერთ პიროვნებას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალი იყოს, მითუმეტეს პროდასავლური პარტიებისათვის, მხარი დაუჭირონ „ნაციონალურ მოძრაობას“, -ამის შესახებ ჟურნალისტებს “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, „ახალი მემარჯვენეები“ არ მოუწოდებენ საკუთარ მხარდამჭერებს, მეორე ტურში ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს მისცენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება ქართული დემოკრატიის გადამრჩენი, მითუმეტეს მრავალაპრტიული დემოკრატიის გადამრჩენი, თუნდაც იმის გამო, რაც მან 2008 წელს გააკეთა და თავად აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა, თავად მოირგო კონსტიტუცია თავის თავზე და მე რაღაც არ მახსენდება სამოქალაქო სექტორის აქტივობა იმ პერიოდში, რომ ეს იყო ცუდი და ამას წინ უნდა აღვდგომოდით. „ქართულმა ოცნებამ“ აბსოლუტურად გააზრებულად აირჩია თვითგარყვნის პოლიტიკა სრული ძალაუფლების ხელში აღებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერც და არც შევუშლით ხელს ამ გზაზე და მითუმეტეს ვერ ვიქნებით ასეთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. ახალ მემარჯვენეებს ნამდვილად გაგვიჭირდება ამის გაკეთება და არ გავაკეთებთ ამას. მითუმეტეს ვერ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც ვერ გაიგებს რაზე ველაპარაკებით, როცა ერთ მშვენიერ დღეს ვეტყვით, რომ მხარი დაუჭირონ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს”,- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიმართვა პოლიტიკური პარტიებისადმი, რომ მათ მოუწოდონ საკუთარ ამომრჩევლებს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ მხარი, გარკვეულ წილად „ნაციონალური მოძრაობის“ ინსპირირრებულია.

მამუკა კაციტაძე ფიქრობს, რომ 2016 წლის საპარალმენტო არჩევნებში „ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს.

banner
წინა სტატიაშიKFC-ის ქათმის ფრთები – თარხან მოურავი განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიაცესკო ნინო ბურჯანაძის წარმომადგენლის ბრალდებებს პასუხობს