მამუკა კაციტაძე: 9 ოქტომბერი იქნება ელვარე და ლომფერი

ხუთი თვის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი და საინტერესო, რათა მოგვეხდინა თაანამოაზრეებთან ერთად ჩვენი რესურსებისა და შესაძლებლობების კონსოლიდაცია, რათა ქვეყანაში დაგვენგრია ერთპიროვნული მმართველობა, შეგვექმნა ორპოლუსიანი პოლიტიკა,- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელმა, მამუკა კაციტაძემ განცხადა.

„ეს მიზანი დღეს ჩვენი ერთობისთვის იქნება ისევ ძალაში და უფრო მეტი ენერგიით შევუდგებით ბრძოლას. შეიძლება, ჩემი მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის უცხოა თემა, როგორ ებრძვიან ოპოზიციას ყველა ხერხითა და საშუალებით. მე ეს ჩემს მეგობრებთამ ერთად განცდილი მაქვს. ასეთი ბრძოლა ჩვენ გვაძლიერებდა, ამჯერადაც ჩვენ კიდევ უფრო გვაძლიერებს ის შემოტევები, რომელიც ხორციელდებოდა მოსმენების, გადინებების მხრივ. ჩვენ ვინარჩუნებთ ერთობას უფრო მეტი ენთუზიაზმით, უფრო მეტი ენერგიით“,-აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, მიზანი გაცილებით უფრო დიდი და ძვირფასია – „დავამარცხოთ ერთპიროვნული მმართველობა“.

„ნუ შეგაშინებთ ნურანაირი პასკვილური განცხადებები, ნურანაირი ზღაპრები და ბრალდებები, რაც ისმის ჩვენი ბლოკის მისამართით. პირიქით, მოიკრიბეთ ძალა უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში, რომ ჩვენ 9 ოქტომბერს ყველამ ერთად განვაცხადოთ, რომ ელვარე და ლომფერი იქნება 9 ოქტომბერი, რომელიც დადგება აუცილებლად ჩვენი ბლოკის მიერ“,-მიმართა კაციტაძემ მხარდამჭერებს.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე: ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რომელიც განაგრძობს ბრძოლას
შემდეგი სტატიამერაბ მეტრეველი პაატა ბურჭულაძის პარტიაში დაბრუნებას არ აპირებს