24.9 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

მამუკა გვილავა: ზაფხული ცხელი გვექნება, კონდიციონერები კი გამოსავალი არ არის

კლიმატის ცვლილების პირობებში ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა საქართველოში წელსაც ცხელი ზაფხულია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ამჟამინდელი გრილი დღეებისა, ივლისსა და აგვისტოში ტემპერატურის მატება და თბური ტალღებია მოსალოდნელი, რაც უკვე ფიქსირდება ევროპაში (მაგალითად, საფრანგეთში ტემპერატურამ 40°C-ს მიაღწია).

ექსპერტმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საცხოვრებელი სივრცეების გაგრილების ალტერნატიულ გზებზე:

კონდიციონერი დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს და შენობის გაგრილებისას სითბოს გარემოში გამოყოფს. ეს ხელს უწყობს ქალაქებში ტემპერატურის კიდევ უფრო მატებას (ე.წ. საქალაქო თბური კუნძულის ეფექტი).

ექსპერტი გვირჩევს, არჩევანი შევაჩეროთ შედარებით ენერგოეფექტურ, ინვერტორული ძრავის მქონე მოდელებზე.

გვილავას განცხადებით, კონდიციონერების გამოყენება გამართლებულია მაშინ, თუ მათ მზის ენერგიით ვკვებავთ. ენერგოეფექტურ კონდიციონერს დაახლოებით 750 ვატი სიმძლავრე სჭირდება, რისთვისაც სახლში მინიმუმ 1 კილოვატი მზის ენერგიის გამომუშავებაა საჭირო. მაგალითისთვის მან საკუთარი გამოცდილება მოიყვანა, სადაც ჟალუზებზე დამონტაჟებული მზის ელემენტებით დღის განმავლობაში მაცივარს ამუშავებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ მოსკოვის საწვავით მომამარაგებელ ნავთობგადამქაჩ სადგურზე მეორე დარტყმა განახორციელა
შემდეგი სტატიამილიონზე მეტი ადამიანი წყლის, ხოლო თითქმის ნახევარი – კანალიზაციის გარეშე: რა ვითარებაა საქართველოში