25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

მამუკა გვილავა: კლიმატის ცვლილების გამო სეტყვის სიხშირე და ზომა გაიზრდება, მოსახლეობამ თადარიგი უნდა დაიჭიროს

გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ რადიო „პალიტრას“ ეთერში განაცხადა, რომ თბილისსა და კახეთში მოსული უჩვეულოდ დიდი სეტყვა კლიმატის ცვლილების პირდაპირი ინდიკატორია. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტროპიკულმა კლიმატმა ჩრდილოეთით გადმოიწია, რაც სეტყვის მასშტაბებს ზრდის.

ექსპერტი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან საკუთარი ქონება და განსაკუთრებული ყურადღება ალტერნატიულ ენერგოწყაროებს დაუთმონ, რადგან ძლიერი სეტყვა დიდ საფრთხეს უქმნის მზის პანელებს:

„თუ სეტყვა ასე გახშირდება და გაიზრდება ზომაში, უნდა დავიცვათ მზის ბატარეები. სჯობს, შედარებით ძვირფასი, მტკიცე შუშისგან დამზადებული ელემენტები ვიყიდოთ. არ უნდა დაგვენანოს 5-10%-ით მეტის გადახდა, რათა მინა იყოს დაცული და სისტემამ 20-25 წელი გაძლოს“, — განაცხადა მამუკა გვილავამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ონიანი: ევროპაში კარგად ხვდებიან, რა დღეში ჩააგდო “ოცნებამ” ხალხი
შემდეგი სტატიარუსეთი ემზადება ინდოეთიდან ბენზინის ფართომასშტაბიანი იმპორტის დასაწყებად