“მამუკა ღლონტისა და ეკა აკობიას განცხადებაში ნათლად წერია გეგმა, როგორ გაწმენდენ პრინციპული ადამიანებისგან „მაესტროს“

ჩემი პოზიცია გიორგი ისაკაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ემთხვევა მამუკა ღლონტისა და ეკა აკობიას განცხადებას“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია “მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ილია კიკაბიძემ განუცხადა.

კიკაბიძემ აღნიშნა, რომ მამუკა ღლონტისა და ეკა აკობიას განცხადებაში ნათლად წერია გეგმა, როგორ გაწმენდენ პრინციპული ადამიანებისგან „მაესტროს“.

ამასთან, ილია კიკაბიძე გიორგი ისაკაძის „მაესტროდან“ დათხოვნას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

„2015 წლის დეკემბერში დაიწყო „მაესტროს“ გადაყლაპვა და ნელ-ნელა ყლაპავენ. ახლა რუსთავი 2-ის ჯერი დადგება“,-აღნიშნა კიკაბიძემ.

ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლებმა, მამუკა ღლონტმა და ეკა აკობიამ განცხადება დღეს გაავრცელეს.

 

banner
წინა სტატიაში“ბიზნესკონტაქტის” გუნდმა გიორგი ისაკაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი დღეს განცხადებას გააკეთებს