მამუკა ღლონტი არ გამორიცხავს, რომ “მაესტროს” წილების გაყიდვით მოქმედი ან ყოფილი პრემიერები იყვნენ დაინტერესებული

მამუკა ღლონტის განცხადებით, შემოსავლების სამსახური რადიო მაესტროში შემოწმებას ორი თვით ახანგრძლივებს, რაც ღლონტს ეჭვებს უჩენს.
როგორც მამუკა ღლონტმა “რუსთავი 2”- ის ეთერში აღნიშნა, “სახელისუფლებო მოურავები დაშინების გზით მასსა და ეკა აკობიას ტელეკომპანია მაესტროს წილების დათმობას აიძულებენ”.
„ის არის სახელისუფლებო მოურავი და მის ზემოთ კიდევ რამოდენიმე მოურავი, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ თემით,“ – განაცხადა მამუკა ღლონტმა და იქვე დასძინა, რომ ერთ-ერთი, ვინც ზეწოლას ახორციელებს, ირაკლი რუხაძეა.

რაც შეეხება შემოწმებას, მამუკა ღლონტი განმარტავს მიზეზებს, რის გამოც მას ზეწოლის შთაბეჭდილება რჩება.

„შემოვიდნენ შემოწმებაზე, არ მინდა მაყურებელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მედია ხელშეუხებელია შემოწმების მხრივ. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ყველა ორგანიზაციაში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ნორმის ფარგლებში. ჩვენ წარვუდგინეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც ისედაც აქვთ, რადგან ეს ყველაფერი ღიაა. ნებისმიერი ხელშეკრულება და გადარიცხვა ისახება მათ საიტებზე, მათ უნდა დაესრულებინათ შემოწმება 8 დეკემბერს და მოგვდის მეორე ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ისინი აგრძელებენ თებერვლის ბოლომდე ამ შემოწმებას.

“ეს არის ზეწოლა მედიაზე, იმიტომ, რომ მათ სურთ სტრესულ მდგომარეობაში გვამყოფონ რამოდენიმე თვე, კიდევ გააგრძელონ ან შემოუშვან თავიანთი ზონდერები, რომლებიც დასხდებიან ჩვენს ოფისში, დაიწყებენ ჩვენს კომპიუტერებში ქექვას და არ მოგვცემენ მუშაობის საშუალებას. ეს არის ის ვარაუდი, რომელიც ჩვენ გაგვიჩნდა და რომლის სიმყარეშიც დარწმუნებული ვართ,“ – აცხადებს ღლონტი.

მამუკა ღლონტი ვარაუდობს, რომ მაესტროს წილების გაყიდვით მაღალი თანამდებობის პირები არიან დაინტერესებულნი, მათ შორის შესაძლოა მოქმედი ან ყოფილი პრემიერმინისტრები.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახური ებრაელი ბიზნესმენის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვაში – აკაკი ზოიძე განმარტბებეს აკეთებს