მამუკა გამყრელიძე: „სადავეები მიშვებულია და ცოტ-ცოტა პარვის საშუალება ყველას მიეცა!“

საზოგადოებრივი მოძრაობა “ახალი ერთობა საქართველოსთვის დამფუძნებელი” მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ 6 მიზეზს აქვეყენებს, რამაც 2012 წელს, არჩევნებში „ნაცმოძრაობის“დამარცხება განაპირობა. გამყრელიძის აზრით, ეს მიზეზებია: 1. განაწყენებული კორუპციონერები და მათი ოჯახები; 2. განაწყენებული მოხსნილი ჩინოვნიკები და მათი ოჯახები; 3. განაწყენებული კრიმინალები და მათი გარემოცვა; 4. განაწყენებული ნარკომანები და მათი ოჯახები; 5. განაწყენებული წითელი ინტელიგენცია; 6. გაპრესილი ბიზნესმენები და მათი ოჯახები;
„ყველაფერ ამას დაუმატეთ ზედმეტად მკაცრი კანონებით და ადეიშვილის პროკურატურის მიერ მართული სასამართლოთი უმოწყალოდ დასჯილი ადამიანები და დავინახავთ, რომ უკმაყოფილოების რაოდენობა ბევრად მეტი იყო, ვიდრე – კმაყოფილების. იმას, რომ ყოფითი პირობები ასმაგად გაუმჯობესდა, გაიზარდა პენსიები, ხელფასები, შესაძლებელი გახდა ქრთამის გარეშე უნივერსიტეტში მოხვედრა და საერთოდ, ქვეყანამ თვალში გამოიხედა და სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ქართული საზოგადოებისთვის მეორეხაროსხოვანია და ამ სიკეთეებს განიხილავს ისე, თითქოს ესინი ციდან, თავისით ვარდება. შესაბამისად, უკმაყოფილოთა რიცხვი იყო ძალიან დიდი!“ – წერს გამყრელიძე და დასძენს, რომ ეს უკმაყოფილება რუსულმა პროპაგანდამ და რუსულ ფულს დახარბებულმა „მეხუთე კოლონამაც“ გაამძაფრა.
„შედეგი სახეზეა: დღეს სადავეები მიშვებულია და ცოტ-ცოტა პარვის საშუალება ყველას მიეცა. უსაშველოდ გაიზარდა სახელმწიფო მოხელეთა რაოდენობა. ამიტომ ზემოჩამოთვლილი სოციალური ჯგუფები, ანუ უმრავლესობა კმაყოფილია. ხელისუფლებას აღარც რუსული პროპაგანდა ებრძვის და არც – ფული. დასკვნა თავად გააკეთეთ,“ – წერს მამუკა გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია„ძალიან მაგარი ყ…ე ხარ!“ – ასე მიმართა გიგი უგულავამ გიორგი არველაძეს