მამუკა გამყრელიძე: ელჩის გადადგომა გეგმიური თუ იყო მაშინ რატომ არ დანიშნეს ახალი ელჩი ?

“საგარეო საქმეთა სამინისტროში შეინიშნება სამწუხარო რეალობა. ელჩების ცვლილება არ ხდება დროელად, რის გამოც დღეს საქართველოს არ ჰყავს ელჩები მოლდოვაში, პოლონეთში, ნიდერლანდებში, დანიასა და შვედეთში. ამ დღეებში პოსტი დატოვა ევროკავშირის ელჩმა ნატალია საბანაძემ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ელჩის გადადგომა გეგმიური იყო. მაშინ ჩნდება კითხვა, რატომ არ დანიშნულა ახალი ელჩი ?
იმ დროს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ევროკავშირმა იტვირთა, ელჩის ბრიუსელში არყოფნა ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელია.
იმედია, საქართველოს საგარეო უწყება მაქსიმალურად მოკლე ვადებში დანიშნავს ელჩს ევროკავშირში. ასევე, უპრიანი იქნებოდა ამ პოსტზე ძლიერი და ავტორიტეტული ფიგურის დანიშვნა, რომელიც მოლაპარაკებების საუკეთესოდ მომზადებას შეუწყობდა ხელს. ასეთად მე მინისტრი დავით ზალკალიანი მესახება”,-განაცხადა ევროპული-დემოკრატების გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი – რუსეთი ძირს უთხრის და დესტაბილიზაციას უწევს მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა