მამუკა ჩიქოვანმა „ევროპული საქართველო“ დატოვა

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ფრაქცია “ევროპული საქართველო-რეგიონების” მდივანმა მამუკა ჩიქოვანმა ფრაქცია დატოვა.

ჩიქოვანი ამბობს, რომ ის მუშაობას დამოუკიდებელ მაჟორიტატად გააგრძლებს.

„ახლა ქვეყანა არის ძალიან ღრმა კრიზისში. საზოგადოებრივი დაკვეთა არის ცვლილებები და ეს დაკვეთა აუცილებლად უნდა შესრულდეს. ჩემი ამ გადაწყვეტილებით თანამებრძოლების ინსპირირებას შევცდები. ძალიან სახიფათო ზღვარზე ვდგავართ, ქვეყანაში შექმნილია მძიმე სიტუაცია. მოახლოებული არჩევნების წინ, ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც თითოეულ პარტიას, გაერთიანებას აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარი ძალების დემონსტრირება უნდა სცადოს და შემდეგ ხმები ითვალოს. ახლა დროა, დათმობების,“- განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიმხარდამჭერთა სიების სავარაუდო გაყალბება – პროკურატურა ლევან გახელაძეს კითხავს
შემდეგი სტატია“თავი ხომ არ სტკივა ვანოს?.. რა შეწყალება ეგ მე მგონი მთელი ცხოვრება უნდა იჯდეს – მარშანია მერაბიშვილზე