მამუკა ჩიქოვანი გიორგი გახარიას: შემთხვევით რამე ხომ არ გეშლებათ?

შემთხვევით რამე ხომ არ გეშლებათ? – ასე გამოეხმაურა მამუკა ჩიქოვანი პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი გახარიას მიერ გამოთქმულ პრეტენზიას, რომ ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციას ეწევა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა შს მინისტრს კონკრეტული ფაქტები შეახსენა და განაცხადა, რომ პოლიცია და პოლიციელების მოქმედებები იწვევს სწორედ იმ უნდობლობას, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა. მამუკა ჩიქოვანმა შერჩევით სამართალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღემდე დავით კირკიტაძე გიორგი გახარიას პირადი პატიმარია.

„ბატონო მინისტრო, თქვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოგვმართეთ ყველას და გვითხარით, რომ ნუ აკეთებთ იმას, რომ პოლიცია გახადოთ მხარეო. შემთხვევით რამე ხომ არ გეშლებათ ბატონო მინისტრო? მე მინდა იქით გკითხოთ. შემთხვევით, თქვენმა ხელისუფლებამ, თქვენ, თქვენი კონკრეტული ქმედებებით ხომ არ გახადეთ მხარე პოლიცია და პოლიციის ქმედებამ ხომ არ გამოიწვია, რომ სწორედ მხარედ გვევლინებით თითოეული თქვენთაგანი ჩვენ. აქ უამრავი მაგალითი შეგახსენეს, კონკრეტული ფაქტი შეგახსენეს. მერ შეგახსენებთ რომ დავით კირკიტაძე პირადად თქვენი განცხადებით, თქვენი პირადი პატიმარი არის და სხვა ყველა მსგავსი თუ უფრო მძიმე დანაშაულის მატარებელი პირი თქვენი მხარდამჭერი და თქვენი მაქებარი დღეს თავისუფლად დადის გარეთ,“-განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

მან ასევე ზუგდიდში მომხდარი ფაქტი გაიხსენა, როდესაც ენმ-ს პრესსამსახურის უფროსმა პატრულს შეატყობინა, რომ მასზე ხორციელდება თვალთვალი. მამუკა ჩიქოვანის განცხადებით ამის შემდეგ ზარის ავტორი გიორგი პატარაია დაკავებული იქნა.

„ხომ ვერ მეტყვით ვინ არის აქ მხარე და ვისი მოქმედების გამო პოლიცია გვევლინება ამ შემთხვევაში მხარედ,“-განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაში“პასუხი, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არ გაგვცეთ” – ელენე ხოშტარია გახარიასგან კერზაიას საქმეზე კონკრეტულ პასუხს ითხოვს
შემდეგი სტატიაუსინდისობაა ის, რომ თქვენმა სააკაშვილმა საქართველოს ერთგულების ფიცი ოდესის გუბერნატორის თანამდებობაში გაცვალა