,,მამუკა ბახტაძის აშშ-ში ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ მეგობრობას კიდევ უფრო გააღრმავებს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი ორ ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო და ძლიერ მეგობრობას კიდევ უფრო გააღრმავებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ბახტაძეს აშშ-ში ჰქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეებთან, მათ შორის სახელმწიფო მინისტრთან და უსაფრთხოების კუთხით, პრეზიდენტის მრჩეველთან.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძალიან კარგი ვიზიტი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი უკვე შეხვდა უსაფრთხოების კუთხით პრეზიდენტის მრჩეველს, შეხვდა სახელმწიფო მდივანს, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს და ასევე ჰქონდა სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები. ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენს ისედაც ძალიან მჭიდრო, კარგ ურთიერთოებებს და გაგრძელდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მიმართულება“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

banner
წინა სტატიაშისარალიძის შვილის მკვლელობა ხელისუფლებამ პოლიტიკური მიზნით გამოიყენა
შემდეგი სტატიაყველა ჩანაწერთან, ყველა განცხადებასთან დაკავშირებით დეტალურად უნდა მოხდეს გამოძიების წარმოება