მამუკა ბახტაძეს პასუხები არ აქვს გასაცემი – მმართველი გუნდი პრემიერის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს

`მთავრობის წევრები პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავენ. მინისტრები აცხადებენ, რომ ამის საჭიროება არ დგას, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საკითხი თავად მამუკა ბახტაძემ და ივანე მაჭავარიანმა უნდა გადაწყვიტონ.

მმართველ გუნდში შეკითხვები არც მთავრობის ვალის ჩამოწერის ინიციატივასთან დაკავშირებით აქვთ. მათი თქმით ცვლილებები, რომელიც პრემიერმა საზოგადოებას გააცნო მოსახლეობის პრობლემებს მნიშვნელოვნად მოაგვარებს.

„მთავრობისა და პარლამენტის თანამშრომლობის ყველა საკითხებია რის გაწერილი პარლამენტის რეგლამენტში, არც ერთხელ არ გვითქვამს უარი პარლამენტში მისვლაზე.

მამუკა ბახტაძეს პასუხები კი არ აქვს გასაცემი ამ თემასთან დაკავშირებით, მამუკა ბახტაძე მისი ფინანსთა მინისტრობის დროს იყო ინიციატორი ამ საკითხის.

ბატონი მამუკა ნებისმიერ სხვა საშუალებასაც გამოიყენებს, რომ მოსახლეობას აუხსნას, რა პრობლემების წინაშე ვიყავით ძველი რეგულაციების დროს“-აცხადებს ვიცე პრემიერი მაია ცქიტიშვილი.

ოპოზიცია პრემიერს და ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს. ხელისუფლების ოპონენტები მათგან დეტალურ განმარტებას ითხოვენ რას ნიშნავს მთავრობის ინიციატივა, ვალის ჩამოწერის თაობაზე და როგორია მათი გეგმა.

ოპოზიციის აზრით, მსგავსი ტიპის დაპირებები წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, მიზანი კი, ამომრჩევლის ხმების მათთვის სასარგებლოდ მობილიზებაა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში “ქართული ოცნების“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა თანამდებობები დატოვეს
შემდეგი სტატიავალების ჩამოწერის ინიციატივა – ოპოზიცია მინისტრებს პარლამენტში იბარებს