მამუკა ბახტაძემ შემოგვთავაზა საქმიანი პოლიტიკა – თალაკვაძე

მთავრობის ახალ შემადგენლობას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეხმაურება. არჩილ თალაკვაძის თქმით, მამუკა ბახტაძემ შემოგვთავაზა საქმიანი პოლიტიკა და საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, ასევე საქმიანი პოლიტიკით უპასუხოს.
„დღეს მამუკა ბახტაძემ წარადგინა განახლებული კაბინეტისა და გუნდის ახალი წევრები. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ შემოგვთავაზა საქმიანი პოლიტიკა და საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის, ამ საქმიან პოლიტიკას უპასუხოს ასევე საქმიანი პოლიტიკით პარლამენტში. პრემიერმა ახლო და მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო პარლამენტთან თავისი საქმიანობა და დარწმუნებული ვარ, რომ იმ რეფორმების გატარებაში, რომელიც მან დააანონსა, პარლამენტთან თანამშრომლობა მხოლოდ საქმეს წაადგება. რაც შეეხება მინისტრების გამოცდილებას, რაც ცნობილია ჩვენთვის, ამ ადამიანებს აქვთ საქმიანი გამოცდილება, აქვთ წარმატებული კარიერა გამოვლილი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში არის ხალხი, რომლებიც მისწრაფების გამო ნატო-ს წევრები უნდა გახდნენ – პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაომბუდსმენი მთავარ პროკურატურას მიმართავს, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიება დაიწყოს