მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში უკვე აჩვენა თავისი უპირატესობა – თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ უკვე აჩვენა თავისი უპირატესობა.
„მამუკა ბახტაძემ პოლიტიკაში უკვე აჩვენა თავისი უპირატესობა – დროული, ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ხედვაც, ვადებიც, პრიორიტეტული რეფორმებიც, რომელიც პრემიერმა დაასახელა, მიუთითებს, რომ მას გამოწვევების არ ეშინია. მისი ეს უპირატესობა უკვე გამოჩნდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გადასახადების დაწევის ინიციატივის, ჭუბერის კრიზისზე რეაგირების, მთავრობის რესტრუქტურიზაციის და სხვა გადაწყვეტილებებში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია ციხეში ვანო მერაბიშვილსა და გოგა ონიანს მოინახულებს
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში არსებულ პრობლემებს გაეცნო