არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”-ს ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2012 წლის აგვისტოში 20 000 ლარი შესწირა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. http://www.transparency.ge/politicaldonations/ge/donations/1869 შესაბამისი ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული, რომელზეც პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია http://www.transparency.ge/politicaldonations/
ცნობისთვის: მამუკა ბახტაძეს 2013 წლის მარტიდან დღემდე “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა. ის ახალ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ წარადგინა.