მამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 17, 2019 10:24

მამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ევროკომისიის ახალ პრეზიდენტთან მჭიდრო თანამშრომლობას ელოდება.

„სიხარულით ველოდები მასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უფრო მეტად წინ წავწიოთ და გავაძლიეროთ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები. ვისურვებდი მეტი მიზნის მიღწევას ჩვენს ურთიერთობებში!“ – აღნიშნულია მამუკა ბახტაძის მილოცვაში.

ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენი გუშინ აირჩიეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 17, 2019 10:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics