მამუკა ბახტაძე – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი გამარჯვება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დეპორტირებულების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, რომ არა 2014-2016 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 პირი მიიღებდა, რადგან წინა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2012 წლამდე მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები მიაწოდა.

„სტრასბურგის სასამართლომ დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ სამართალმა იზეიმა. მინდა ხაზგასმით ვთქვა – რომ არა 2014-2016 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 პირი მიიღებდა, რადგან წინა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2012 წლამდე მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები მიაწოდა. 2014-დან 2016 წლამდე ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, დამუშავდა და სასამართლოს გადაეგზავნა 1500-ზე მეტი მოქალაქის მონაცემები, რომლებიც მიიღებენ ამ კომპენსაციას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, ფარული ჩანაწერებზე დაკავებული ერთ-ერთი პირი მომღერალი გიორგი გასვიანია
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ბუნებრივი აირის გაჟონვის გახშირებულ შემთხვევებს ეხმიანება