მამუკა ბახტაძე – შექმნილია სპეციალური შტაბი და ვფიქრობ, სტიქიას გავართმევთ თავს

გაზაფხულის პერიოდს სტიქია ახასიათებს, შესაბამისად, ჩვენი სამსახურები იყვნენ მობილიზებულები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, მამუკა ბახტაძემ კახეთის სტიქიაზე საუბრისას განუცხადა.

„სტიქიას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ზოგადად გაზაფხულის პერიოდს ეს ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამსახურები იყვნენ მობილიზებულები. შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი და შტაბი. მობილიზებული არის შესაბამისი ტექნიკა და ვფიქრობ, ჩვენ ამას გავართმევთ თავს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კახეთში სტიქიას რამდენიმე დღეა, ებრძვიან.

ადიდებულმა მდინარე ალაზანმა გურჯაანი-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მონაკვეთი ალაზნის ხიდთან კვლავ დატბორა.

ამასთან, ყვარელში მდინარე დურუჯი ადიდდა და ჯებირები და დამბები დააზინა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – საუბარი იმაზე, რომ საქართველოს შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს, არის საფუძველს მოკლებული
შემდეგი სტატიასოფელ ყარაფილასთან რუსმა ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს