მამუკა ბახტაძე : შემოდგომაზე ჩამოყალიბდება მაკოორდინირებელი უწყება უშიშროების საბჭოს სახით

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით შემოდგომაზე ჩამოყალიბდება მაკოორდინირებელი უწყება – უშიშროების საბჭოს სახით. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის თავდაცვის პოლიტიკაზე.

“არსებული ჰიბრიდული გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ მაღალი საბრძოლო მზადყოფნის, ტერიტორიული თავდაცვისა და შეკავების ამოცანების, მდგრადი უნარებითა და შესაძლებლობებით აღჭურვილი, ჩრდილოატლანტიკურ ძალებთან სრულად თავსებადი, მობილური და ეფექტიანი შეიარაღებული ძალები. ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე გავამახვილებთ. პირველ რიგში, ეს გახლავთ ტოტალური თავდაცვის კონცეფცია. ეს გახლავთ სამხედრო რეზერვის ჩამოყალიბება, რომლის საპილოტე პროექტი მიმდინარე წელს დაიწყება და რა თქმა უნდა, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, სადაც ჩვენ ძალიან კარგი პოტენციალი გვაქვს. ამ პოტენციალს გამოყენება სჭირდება. ჩვენს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად უნდა იყოს განსაზღვრული მშპ-ს 2%-ს ოდენობით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ნდობის მისაღებად სამთავრობო პროგრამას – “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ აცნობს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობს
შემდეგი სტატიაზურგს მიმაგრებენ მინისტრები, რომლებიც ყველა კრიტერიუმით იმსახურებენ ნდობას – მამუკა ბახტაძე