მამუკა ბახტაძე – შარშან იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

ბიზნესსექტორში პირველ კვარტალში დაახლოებით 38 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციის მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონებს შორის არსებობს ასიმეტრია და ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენცია საკმაოდ დადებითია.

„რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, შარშან იყო ისტორიული მაქსიმუმი საქართველოსთვის, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და საქართველოს ყველა მოქალაქე ამით კმაყოფილი უნდა იყოს. რაც შეეხება პირველ კვარტალს, აქ მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი. პირველი – „ბი პის“ ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში დასასრულს მიუახლოვდა და მეორე – ადგილობრივმა რეზიდენტმა კომპანიამ იყიდა არარეზიდენტი კომპანია. ეს იყო ძალიან მსხვილი ტრანზაქცია, კომერციულ დეტალებში არ შევალ, ალბათ ყველამ იცის ამ ტრანზაქციის შესახებ”, – განაცხდა მამუკა ბახტაძე.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტში საჯარო ინფორმაციის გაცემის შეზღუდვის საფრთხეს ხედავს
შემდეგი სტატია,, 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტი სრულად არის შესრულებული”