მამუკა ბახტაძე : საშობაო ეპისტოლეში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც თითოეულს გვაწუხებს

საშობაო ეპისტოლეში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც თითოეულს გვაწუხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამების ტაძარში, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე საუბრისას განაცხადა.

„მინდა, ყველას მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. განსაკუთებით, მინდა მიულოცო ჩვენს ემიგრანტებს.

საშობაო ეპისტოლეში მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები განათლებაზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სამშობლოს სიყვარულზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაწუხებს თითოეულ ჩვენგანს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : სირთულეები დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს, ამისთვის მზად ვართ
შემდეგი სტატიამიხეილ გიორგაძე თურქეთიდან საქართველოში მიმდინარე კვირაში დაბრუნდება