მამუკა ბახტაძე : საქართველოში არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა პროცესისგან ცდილობენ, დაიწერონ პოლიტიკური ქულები

საქართველოში არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა პროცესისგან ცდილობენ, დაიწერონ პოლიტიკური ქულები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

,,სამწუხაროდ, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს გააჩინოს კითხვის ნიშნები. არსებობს ისეთი საკითხები, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის არის ძალიან ნათელი. ელემენტარულად კადრებში ჩანს ეს ყველაფერი. ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, აქედან გამომდინარე, შინაარსობრივი შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ფაქტი არის შემდეგი, რომ საქართველოში არსებობს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება.

საქართველოში არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა პროცესისგან ცდილობენ, დაიწერონ პოლიტიკური ქულები, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვყავს ძლიერი საზოგადოება, რომელიც აფასებს ყველაფერს, ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც.

კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბარი. ეს არის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება და ამ პრინციპიდან გადახვევა არ შეიძლება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი. ამასთან, დღეს შსს-მ კიდევ ოთხი პირი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : ანაკლიის პროექტს ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი
შემდეგი სტატიადღეს პარლამენტში დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მოუსმენენ