მამუკა ბახტაძე – საქართველოსა და ვენესუელაში პროცესების შედარებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება ანეკდოტების სიაში შევა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 13, 2019 16:05

მამუკა ბახტაძე – საქართველოსა და ვენესუელაში პროცესების შედარებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება ანეკდოტების სიაში შევა

საქართველოსა და ვენესუელაში პროცესების შედარებაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება ანეკდოტების სიაში შევა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ჟურნალისტმა პრემიერს დაუსვა კითხვა მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ, რომ “უკრაინასა და საქართველოში არსებული ვითარება ძალიან ჰგავს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს”.

„ეს არის კიდევ ერთი ანეკდოტი თქმული მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. თუმცა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვენესუელაში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გავაკეთო კომენტარი, რადგან ძალინ ბევრი კითხვა შემოვიდა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, თავის დროზე საზოგადოების ინფორმირება არ მოხდა ინტენსიურად. ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ვენესუელაში არჩევნები ჩატარდა, საქართველომ არ ცნო აღნიშნული არჩევნები ლეგიტიმურად და შესაბამისად, არ ცნო ნიკოლას მადუროს რეჟიმი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღიარა ხუან გუაიდო, როგორც პრეზიდენტი.

„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლებმაც ვაღიარეთ ხუან გუაიდო, როგორც პრეზიდენტი, ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც უნდა ჩაატაროს მომავალი არჩევნები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ქრონოლოგია. რაც შეეხება სააკაშვილის ამ განცხადებას, კიდევ ერთხელ ანეკდოტების სიაში შევა. ამაზე მეტს ვეღარ დავამატებ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 13, 2019 16:05

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,676
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics