მამუკა ბახტაძე : საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ყოველდღიურად გვიწევს საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამებისა და მკვლელობის საფრთხეებთან გამკლავება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 11, 2019 12:06

მამუკა ბახტაძე : საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ყოველდღიურად გვიწევს საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამებისა და მკვლელობის საფრთხეებთან გამკლავება

საქართველოში შექმნილი ყველა დადებითი მუხტის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა კვლავ იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევებისა და გამოწვევების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, სრული მასშტაბით მიმდინარეობს მზარდი მილიტარიზაცია და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მასშტაბი.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, 5-6 ჯერ შემცირდა ადგილობრივი მცხოვრებლების რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ხშირად ვამბობ, რომ საქართველოს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა გააჩნია ოკუპაციისა და სიღარიბის სახით. ეს იქცა ჩემს თეზად და საფუძვლად დაედო ყველა იმ რეფორმასა და ინიციატივას, რომელსაც ქვეყანაში ნერგავს ჩემი მთავრობა. საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული და ყოველდღიურად გვიწევს საქართველოს მოქალაქეების გატაცების, წამებისა და მკვლელობის საფრთხეებთან გამკლავება. ამასთან დაკავშირებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერისთვის მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გამოწვევები არა მხოლოდ ქართველების დასაძლევია, არამედ ჩვენი საერთო ევროპული მიზანია მავთულხლართებით გაყოფილი საზოგადოებისა და ოჯახების გაერთიანება.

ყველანი უნდა გავერთიანდეთ და უზრუნველვყოთ საერთაშორისო სამართლის, კანონის უზენაესობის პრინციპისა და ადამიანის უფლებების მიზანმიმართულ უგულვებელყოფასთან შეუგუებლობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ კონფერენციაზე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 11, 2019 12:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,527
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics