მამუკა ბახტაძე საქართველოს პარტნიორებს მოუწოდებს, საოკუპაციო რეჟიმისგან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვონ

region
ავტ.: region ნოემბერი 17, 2019 12:52

მამუკა ბახტაძე საქართველოს პარტნიორებს მოუწოდებს, საოკუპაციო რეჟიმისგან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვონ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, მოითხოვონ საოკუპაციო რეჟიმისგან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ცნობილი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარებისას. ის უკანონო პატიმრობაში რჩება და წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ. მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დაჟინებით მოითხოვონ საოკუპაციო რეჟიმისგან ექიმი გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება“, – წერს მამუკა ბახტაძე.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

region
ავტ.: region ნოემბერი 17, 2019 12:52

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics