მამუკა ბახტაძე : საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერები დამონტაჟება არის საკითხი, რომლის დაგეგმვაც ალბათ უკეთ შეიძლებოდა

საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერები დამონტაჟება არის საკითხი, რომლის დაგეგმვაც ალბათ უკეთ შეიძლებოდა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, რატომ ვერ მოგვარდასაგამოცდო ცენტრებში კონდიცირების პრობლემა.

„ეს არათუ ლოგიკურია, არამედ ეს გარემოება არის ძალიან ცუდი, მე ასე შევაფასებდი. დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება ეს საკითხი უმოკლეს ვადებში მოგვარდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იყო საკითხი, რომლის დაგეგმვაც, ალბათ, უკეთ შეიძლებოდა. მე გავერკვევი დეტალებში, რატომ დადგა ასეთი გარემოება, რომელიც არის ძალინ ცუდი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კონდიცირების სისტემა მხოლოდ რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება დამონტაჟებული.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკური ზრდის 7,5 პროცენტამდე გაზრდა არის დადასტურება, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან ყველა დონეზე უპრეცედენტო მხარდაჭერას ვიღებთ