მამუკა ბახტაძე – როდესაც საქმე ეხება რეფორმებს, საქართველოში ამ პროცესში ყველა არის ჩართული

region
: region აპრილი 10, 2019 17:31

მამუკა ბახტაძე – როდესაც საქმე ეხება რეფორმებს, საქართველოში ამ პროცესში ყველა არის ჩართული

როდესაც საქმე ეხება რეფორმებს, საქართველოში ამ პროცესში ყველა არის ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დეპუტატების კითხვების პასუხად განაცხადა.

ერთ-ერთმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში, მაგრამ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. „საქართველო არის 41-ე კორუფციის აღქმის ინდექსში. რის გაკეთებას აპირებთ ამ მონაცემების გასაუმჯობესებლად“, – ჰკითხა დეპუტატმა საქართველოს პრემიერს.

„1990-იანებში საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში, ამის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვან და შთამბეჭდავი წინსვლა გვაქვს, მაგრამ ვიცით, რომ უფრო ქმედითი მექნიზმები გვინდა და ამის შესახებ პარტნიორებთან ვმუშაობთ.

გეტყვით ჩვენს მისწრაფებებზე, გვსურს საქართველო ვაქციოთ ბიზნესის, ტურიზმის, ლოჯისტიკის, განათლების ჰაბად. ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ საქართველოს პოზიციებს რეიტინგებში. კორუფციასთან ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ მეექვსე ვართ რეიტინგში ბიზნესის კეთების კუთხით. მთავრი მიზანი არის, რომ ყველა რეიტინგის სამეულში ვიყოთ. ეს მოიცავს კორუფციასთან ბრძოლასაც. რაც შეეხება მართლმსაჯულების სისტემას, ციფრები საუკეთესო პასუხია. მაგრამ, ყველაფერი იწყება პოლიტიკური ნებით, 2013 წელს იყო პოლიტიკურ ნება, რომ ეს ტრანსფორმაცია დაგვეწყო და წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენ გავატარეთ რეფორმების სამი ტალღა და ახლა მეოთხე ტალღისთვის ვემზადებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ერთ-ერთმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშებში ნახსენებია მაღალი დონის კორუფცია. „რას უპასუხებდით ამ ბრალდებას“, – მიმართა მან საქართველოს პრემიერს.

„თუ გადახედავთ სანდო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებს, საქართველო არის რეგიონის ლიდერი ქვეყანა. რა თქმა უნდა, მოტივირებული ვართ, განვაგრძოთ წარმატებული სვლა. გვყავს აქტიური სამოქალქო სექტორი და მოტივირებულები ვართ, რომ მათთან მჭიდროდ ვიმუშაოთ. როდესაც საქმე ეხება რეფორმებს, საქართველოში ამ პროცესში ყველა არის ჩართული. ჩვენ გავატარეთ რთული და წარმატებული რეფორმები. ამ რეფორმებში სამოქალაქო სექტორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩვენ ვიცით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვაგრძელებთ წარმატებულ სვლას და საქართველოს რეფორმებს ახალ ეტაპზე გადავიყვანთ. გავიმეორებ, რომ საერთაშორისო რეიტინგები ამაზე ყველაზე უკეთ მეტყველებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

region
: region აპრილი 10, 2019 17:31

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


14,820
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics