მამუკა ბახტაძე “ფეისბუქზე” გამოჩნდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების მისნსიტრის თანამდებობიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება

„განათლება არის ეროვნული იდეა და მას ალტერნატივა არ აქვს.

სწორედ ამ იდეის რეალიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევასა და 21-ე საუკუნეში ერთიან, ძლიერ და წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეროვნული იდეა დაცულია კანონმდებლობის დონეზე და ყველა მთავრობას ავალდებულებს ბიუჯეტის მეოთხედი მიმართოს განათლებაზე.

სიმბოლურია ისიც, რომ სწორედ განათლების სფეროთი დავიწყეთ ევროკავშირთან ფაქტობრივი ინტეგრაციის პროცესი.

მიხეილ ბატიაშვილმა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ეროვნულ საქმეში, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში.

აღსანიშნავია, რომ მისი მინისტრობის დროს განსაკუთრებული წარმატებები გვქონდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის მიმართულებითაც.

ასევე მინდა, აღვნიშნო მიღწევები მეცნიერების მიმართულებით, განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო EUROXESS-ში გაწევრიანება, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ჩვენს მეცნიერებსა და მკვლევარებს.

წარმატებას ვუსურვებ როგორც მთავრობას, ისევე სამინისტროს გუნდს განათლების – ეროვნული იდეის შეუქცევადი განვითარების პროცესში“, – წერს მამუკა ბახტაძე.

 

banner
წინა სტატიაში„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიაში არ შეუშვეს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: თუ შესაძლებლობა ექნება ქართულ-შვედურ ფილმს, And Then We Danced-ს ნახავს