მამუკა ბახტაძე ოპოზიციას – ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს „ქართუზე”, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი

region
ავტ.: region მაისი 31, 2019 15:44

მამუკა ბახტაძე ოპოზიციას – ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს „ქართუზე”, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი

აქ არაერთხელ ითქვა „ორკესტრირებული შეტევა”; ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს „ქართუზე”, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკთან” დაკავშირებით ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „თიბისი” არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ოპოზიციას მოუწოდა, თავი დაანებონ თავიანთ პოლიტიკურ ნარატივში ამ საკითხის დაყენებას.

„აქ ითქვა სიტყვა – „ორკესტრირებული შეტევა”. მერამდენედ მოვდივარ პარლამენტში და ვხედავ ერთსა და იმავეს. რამდენჯერ მაქვს იმის სურვილი, თქვენთან ერთად ვისაუბრო დღევანდელ პრობლემებზე, რა არის გასაკეთებელი მომავალში, იმდენჯერ გაქვთ მცდელობა, ყველაფერი წაიყვანოთ წარსულში. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს „ქართუზე”, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი. მეორე – მესმის, ყველანაირად ცდილობთ, ყველაფერი, რაც საქართველოში ან საქართველოს გარეთ გლობალურად ხდება, დაუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილს. წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ. რატომ? იმიტომ, რომ 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ. ამაშია პრობლემა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, „თიბისისთან” დაკავშირებით, ამ საქმეს გაეცემა პასუხი გამჭვირვალედ, ისე, როგორც შეესაბამება ობიექტურ მართლმსაჯულებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

region
ავტ.: region მაისი 31, 2019 15:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,150
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics