მამუკა ბახტაძე – ოპონენტებმა დღეს თქვეს, რომ მათი ამოცანა არ არის პასუხების მოსმენა, მათ სურთ თქვან, რომ ახლოვდება აპოკალიფსი

ოპონენტებმა დღეს თავადვე თქვეს, რომ მათი ამოცანა არ არის პასუხების მოსმენა, სურთ პოლიტიკური პოზიციების გაჟღერება და იმისა, რომ ახლოვდება აპოკალიფსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საქართველოს ჰყავს ორი მტერი – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა სიღარიბე დაძლევაზეა ფოკუსირებული.

„ოპონენტებმა დღეს თავადვე თქვეს, რომ მათი ამოცანა არ არის პასუხების მოსმენა და სურთ პოლიტიკური პოზიციების გაჟღერება და იმისა, რომ ახლოვდება აპოკალიფსი. ვინაიდან ფიზიკურად ვერ შევძლებ ყველა კითხვაზე პასუხების გაცემას, პასუხებს აუცილებლად მიიღებთ ჩემგან და ჩემი კოლეგებისგან. ქალბატონო სალომე (სალომე სამადაშვილი), თქვენ დიპლომატი ბრძანდებით და უნდა გესმოდეთ , რომ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო გამოცემები „გლობალ ფაინენსი“ 2019 წლის მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში აქვს ლიდერის პოზიცია და უსწრებს ევროპულ ქვეყნებს.

300-ზე მეტ ქალაქს შორის თბილისი მე-15 ადგილზეა. არავი ამტკიცებ იმას, რომ პრობლემები არ არის და მას აქვს სერიოზული ხასიათი, იმის მაგივრად, რომ იყოს სერიოზული პოზიცია, რა არის გასაკეთებელი, ჩვენ დავინახეთ პოლიტიკური პერფორმანსი. ჩვენ ვართ შედეგებზე ორიენტირებული მთავრობა. მზად ვართ, გავითვალისწინოთ კონკრეტული პოზიციები. საქართველოს ჰყავს ორიმტერი – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა ფოკუსირებულია იმაზე, რომ სიღარიბე დავძლიოთ. ბიზნესს თურმე საქართველოში ატერორებენ, თუ ეს ასეა ქალბატონო სალომე, „დუინგ ბიზნესში“ საქართველო მსოფლიოში მე-6 ადგილზე როგორ არის, თუ იმის განცდა გაქვთ, რომ მსოფლიო ბანკში ჩავაწყვეთ ეს. „ფიტჩმა“ გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, ეს კარგია თუ ცუდი ბატონო გიგა? ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს წვდომა ექნებათ იაფ კრედიტზე. იმის მაგივრად, რომ არგუმენტებზე დაყრდნობით კრიტიკა მოვისმინოთ, დავინახეთ ის, რაც დავინახეთ. ყველაზე ნაკლებად მინდა დავინახო, ქვეყანა ცხოვრობდეს წარსულზე ორიენტირებული დღის წესრიგით, მაგრამ თქვენ თქვენივე პოზიციით ცდილობთ, პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში წარსულზე ორიენტირებული და ეს ძალიან ცუდია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში“მარნეულის ყოფილმა მერმა საკუთარი შარდი წაასმევინა სახეზე, დღეს ეს ადამიანი განაცდურს ითხოვს”-ჭიაბერაშვილი მთავრობას
შემდეგი სტატია,,ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი პრორუსული პლატფორმით და რუსეთის სავარაუდო ჩარევით გახდა”-ამერიკული ტელეარხი