მამუკა ბახტაძე ოპონენტების არგუმენტს სუსტს უწოდებს

ნურავის ეგონება, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრისა და ახალი, სამართლიანი თამაშის წესების დადგენისთვის ვინმე უკან დაიხევს – ეს განცხადება, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გააკეთა.
მამუკა ბახტაძემ ცვლილებებთან დაკავშირებით “ფეისბუქლაივის” დროს ისაუბრა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში საზოგადოება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ შეიტყობს, რომელიც საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრას ეხება.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, ეს არის ცალკე რეფორმა, ამას ჭირდება ცალკე სამართლებრივი პაკეტი და საგადასახადო ინიციატივის მომზადება. ჭარბვალიანობა არის სხვა მიმართულება და სხვა სამართლებრივი მექანიზმებია გამოსაყენებელი. საბოლოო ჯამში, ყველა რეფორმა ემსახურება ერთ მიზანს, საქართველოში სიღარიბის დამარცხებას. შესაბამისად, ეს რეფორმები ერთმანეთთან დაკავშირებულია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჭარბვალიანობაზე, მეორე პრობლემა არის ის, რომ ეს მეწარმეობის პოტენციალს ამცირებს. დღეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა არის ე.წ. შავ სიაში და აქედან გამომდინარე მათ შეზღუდული წვდომა აქვთ ეკონომიკური საქმიანობის წარმართვაზე. ჩვენ ძალიან მცირე ბაზარი ვართ ჩვენი ქვეყნის მასშტაბიდან დ გამომდინარე, ზემოდან ემატება, რომ რამდენიმე ასეულ ადამიანს არ აქვს წვდომა, რომ მათ ბიზნესი განავითარონ, თავიანთ ოჯახები შეინახონ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომელსაც ჩვენ ვებრძვით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიირანის პრეზიდენტი: ამერიკა მწარედ ინანებს
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთს ისტორიაში პირველი ქალი დიპლომატი ჰყავს