მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყაზახეთში პირველ ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. მამუკა ბახტაძე ქვეყნის დედაქალაქ ნურ-სულთანში ყაზახეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სენატის თავმჯდომარეს შეხვდება.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის რამდენიმე დოკუმენტი გაფორმდება, მათ შორის სოფლის მეურნეობის და სოციალურ-შრომით სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

16 მაისს ბახტაძე ასტანის მე-12 ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება. ღონისძიებაში ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტინ ლაგარდი მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში გიორგი ქობულიასთან შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიაცესკო ზუგდიდზე: მოვუწოდებთ მხარეებს, მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის საშუალება