მამუკა ბახტაძე – ომი არის ტკივილი და წარსული, ხოლო ჩვენი მომავალი არის მშვიდობა და განვითარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, განვითარებული და ევროპული ყაიდის საქართველო არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება აფხაზი ძმებისთვის, რომ ერთად გავაგრძელოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა.

ამის შესახებ ბახტაძემ სამეგრელოში, დადიანების სასახლეში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერმა ისტორიულ წარსულსა და განვითარებულ მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “საქართველოს მომავალი არის მშვიდობა და განვითარება“.

“ჩვენი უახლოესი ისტორიაც ძალიან მძიმეა და ტკივილით სავსე. ეს განსაკუთრებით სამეგრელომ გამოსცადა თავის თავზე. ჩვენ ყველას გვახსოვს თუ რა უბედურება დატრიალდა 90-იან წლებში აქ. ეს იყო უსამართლობის განცდა, მაგრამ ამავე დროს თქვენ აჩვენეთ ისეთი ხასიათის სიმტკიცე, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის მაგალითი უნდა იყოს და ჩემთვის ეს ნამდვილად მაგალითია. ომი არის ტკივილი და წარსული, ხოლო ჩვენი მომავალი არის მშვიდობა და განვითარება. ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ განვითარებული და ევროპული ყაიდის საქართველო არის ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა. მე დარწმუნებული ვარ, ეს ასეც მოხდება და ამისთვის გვჭირდება ერთსულოვნება, კონკრეტული ამოცანების მიღწევა და რაც მთავარია, გვჭირდება ის, რაც ჩვენ დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა – ხასიათის სიმტკიცე და მდგრადობა გამოწვების მიმართ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა სოფელ ვაკეში – ფერმის მფლობელი ფერმერმა მოკლა
შემდეგი სტატია“ქუჩის ბიჭების” წევრი ირაკლი ნოზაძე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს