მამუკა ბახტაძე – ნიკა, ვამაყობთ შენით!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებას ულოცავს. „ნიკა ბასილაშვილს ვულოცავ ჩოგბურთში, გერმანიის ღია პირველობაზე გამარჯვებას.
ნიკა, ვამაყობთ შენით!“ – წერს „ფეისბუქის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5).
ბასილაშვილმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ATP ტურნირი პირველად მოიგო.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა გომეწრის ხეობაში-მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
შემდეგი სტატიასოფელ შილდაში 6 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა