მამუკა ბახტაძე – ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა

LIVE

უკან
მეტი
მამუკა ბახტაძე – ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა
15:10, 14.07.2018

მამუკა ბახტაძე – ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა
ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისა და სტაბილური განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტორს წარმოადგენს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, გაგრძელდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობა.

„ჩვენ გავაგრძელებთ კონსტრუქციულ და აქტიურ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორმატს საქართველოსა და ჩვენი ტერიტორიული დეოკუპაციისთვის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას და ხაზს“, – განაცხადა მან.

ამასთან, პრემიერის თქმით, პროაქტიურად გაგრძელდება მუშაობა ევროკავშირის მისიის მანდატის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრულად განხორციელების უზრუნველსაყოფად, ასევე საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განვითარებასა და განმტკიცებისთვის.

banner
წინა სტატიაშიკლდოვანი მასის​ ჩამოშლის გამო, წესი-ურავის გზის მე-5 კმ-ზე მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – მიღებულია გადაწყვეტილება, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს