მამუკა ბახტაძე : მთავრობის თითოეული წევრი ღირსეულად უმკლავდება იმ გამოწვევებს და ამბიციურ რეფორმათა გეგმას, რომელიც პარლამენტში წარვადგინე

ვფიქრობ, მთავრობის თითოეული წევრი საკმაოდ ღირსეულად უმკლავდება იმ გამოწვევებს და საკმაოდ ამბიციურ რეფორმათა გეგმას, რომელიც პარლამენტში წარვადგინე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„მთავრობის კაბინეტი გახლავთ ახალი დამტკიცებული. ვფიქრობ, მთავრობის თითოეული წევრი საკმაოდ ღირსეულად უმკლავდება იმ გამოწვევებს და ამავე დროს, იმ საკმაოდ ამბიციურ რეფორმათა გეგმას, რომელიც მე წარვადგინე პარლამენტში. შესაბამისად, მსგავსი რამ არ არის მოსალოდნელი. თუმცა, როგორც განვაცხადე, ჩვენ ვართ უკმაყოფილო გარკვეული მიმართულებებით მენეჯმენტის იმ სტანდარტის, რომლსაც ჰქონდა ადგილი გარკვეულ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის რეგიონულ მმართველობაში. იცით, რომ გვყავს ახალი გუბერნატორები, ძალიან აქტიურად მუშაობენ და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ, რათა ზოგადად ეს სისტემა იყოს უფრო ეფექტური და რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღება რაც შეიძლება მოკლე ვადაში აისახოს თითოეულ მოქალაქეზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია ხომ არ არის რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის შეცვლა, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა: „მე ასე გიპასუხებდით – ვისურვებდი, მაიას მსგავსი სახელმწიფო მოხელეები რაც შეიძლება ბევრი გვყავდეს საქართველოს მთავრობაში“.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პოლიციის რეგიონულ დანაყოფებს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეემატა
შემდეგი სტატია“მედიაში აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული აზრი და ჟურნალისტური სტანდარტი უნდა იყოს დაცული”