მამუკა ბახტაძე : მთავარი მიზანია, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ჰქონდეს ძალიან დიდი წონა

მთავარი მიზანია, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ჰქონდეს ძალიან დიდი წონა, რათა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დაგვეხმარონ და მოხდეს სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომ საქართველოს პარლამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ყველასთვის განსაკუთრებით პრინციპულია, განსაკუთრებით ჩემთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომ ოპოზიციისა და უმრავლესობა შეთანხმებით, საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციით, მოხდა ამ რეზოლუციის მიღება; მთავრობას დაევალა, რომ შეედგინა სია იმ არაადამიანებისა, რომლებმაც ჩაიდინეს სასტიკი დანაშაული ქართველი მოქალაქეების წინაშე.

ჩვენი მთავარი მიზანია, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ჰქონდეს ძალიან დიდი წონა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ ყველა არგუმენტი, რომ დაგვეხმარონ და მოხდეს ამ სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა. ეს არის ამოსავალი წერტილი. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს გამოსვლას ვერც ერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან ისევე, როგორც მთავრობის ნებისმიერი წევრის, რომ ეს საკითხი არ წამოეწიოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში“როგორც მკარნახობს კონსტიტუცია, ერთ-ერთი პირველი ვალდებულებაა სახელმწიფო ენის დაცვა”
შემდეგი სტატიაგურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს