მამუკა ბახტაძე მოლდოვას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ოფიციალური ვიზიტით მოლდოვას ეწვევა.

მას კოლეგა პაველ ფილიპი უმასპინძლებს. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 17 პუნქტი დახურა
შემდეგი სტატია„სვეტის“ ხელმძღვანელებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს