მამუკა ბახტაძე : მეც იმავეს ვფიქრობ ყვითელ ავტობუსებზე, რასაც თითოეული მოქალაქე

თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ვიცი, რამდენი ყვითელი ავტობუსი გაივლის, გულში რას ფიქრობთ. დამერწმუნეთ, მეც იგივეს ვფიქრობ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებსაც კი უჭირთ ისე მოკლე დროში ჩაანაცვლონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები, როგორც ამას თბილისის მერია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით გააკეთებს.

„თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ვიცი, რამდენი ყვითელი ავტობუსი გაივლის, გულში რას ფიქრობთ. დამერწმუნეთ, მეც იგივეს ვფიქრობ, მაგრამ ამის აღმოფხვრა ერთ-ორ კვირაში შეუძლებელი იყო. თუმცა გრაფიკი, რომელსაც მერია წარმოგვიდგენს, მართლაც ძალიან ამბიციურია. განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებსაც კი უჭირთ ისე მოკლე დროში ჩაანაცვლონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები, რომელსაც თბილისის მერია გააკეთებს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, როგორც მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო წლებში გარემოს მიმართ არსებული პოლიტიკა არაეფექტიანი და დანაშაულებრივი იყო, რაც მიუღებელია და ამ შედეგების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს.

პრემიერმა მწვანე ეკონომიკა პრიორიტეტად დაასახელა და აღნიშნა, რომ მწვანე ეკონომიკის განვითარების სტრატეგიას, უახლოეს მომავალში წარადგენს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : ყვითელი ავტობუსები მთლიანად შეიცვლება
შემდეგი სტატიამეტროს სამი წლის განმავლობაში 12 ახალი შემადგენლობა დაემატება