მამუკა ბახტაძე მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლაზე – გარწმუნებთ, რომ თითოეულ დეტალში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება

მე გარწმუნებთ, რომ თითოეულ დეტალში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მახათას მთაზე მისი სიტყვით გამოსვლის დროს წარმოქმნილ სიტუაციაზე კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერი საკითხს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განმარტა, რომ აღნიშნულზე მოკვლევა მიმდინარეობს.

„ბუნებრივია, მე აუცილებლად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, როდესაც დასრულდება მოკვლევა – მოკვლევა მიმდინარეობს. მე გარწმუნებთ, რომ თითოეულ დეტალში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძის საუბარი შენელებული იყო და წყდებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ტრანსლაციის დროს ტექნიკური წუნი დაფიქსირდა, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია 20 მაისიდან ელექტრონულად იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიაპრემიერს არც ერთი წვეთი ღვინო არ მიუღია – პროტოპრესვიტერი